პოლიციელებმა ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონს ალყა შემოარტყეს

4ბრიუსელის კომუნა ეტერბეკში პოლიციელები მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ – ადგილობრივი ტელეარხი RTBF ავრცელებს.
არხის ცნობით, რაიონის მცხოვრებლები ავაკუირებული არიან, პერიმეტრს ალყა აქვს შემორტყმული. ოპერაციაში ყველაზე ცოტა 50 პოლიციელი მონაწილეობს, გარდა ამისა, თვითმხილველების თქმით, იქვე იმყოფებიან სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც ქიმიური ან რადიოლოგიური სამსახურის თანამშრომლებს გვანან. თავდაპირველად ადგილზე იყვნენ ასევე გამნაღმველები და სნაიპერები, თუმცა, მოგვიანებით ისინი წავიდნენ.

გუშინ ბელგიის დედაქალაქში ბილალ ელ-მახუხი დააკავეს, ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე მეექვსე პირი.
ბრიუსელში ტერაქტი 22 მარტს აეროპორტსა და მეტროში მოხდა, რომლის დროსაც 35 ადამიანი გარდაიცვალა და 340 დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი სირიაში სპეცრაზმის ხუთჯერ გაზრდას აპირებს
შემდეგი სტატიაბინ ლადენის მკვლელი სიმთვრალეზე დააკავეს