Bild-ის თქმით, თურქეთი უვიზო რეჟიმს 2017 წლამდე ვერ მიიღებს

გერმანიის მთავრობა არ თვლის, რომ თურქეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ ევროკავშირში 1 ივლისიდან, როგორც ეს ანკარა-ბრიუსელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშია ნათქვამი. ამის შესახებ გაზეთი Bild- ი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ვიზები თურქეთს 2017 წელზე ადრე ვერ გაუუქმდება” – აღნიშნავს გამოცემა, რადგანაც, წყაროს ცნობით, ანკარას ბრიუსელის ყველა პირობის შესასრულებლად, რომელიც უვიზო რეჟიმის მისაღებად არის საჭირო, წლის ბოლომდე მაინც დასჭირდება დრო. ამ ეტაპზე თურქეთისთვის სადავოა ანტიტერორისტული კანონი, რომლის შეცვლას ითხოვს ევროკავშირი. ოფიციალური თურქეთის განცხადებით, ისინი კანონის შეცვლას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვედა