“ბიძინე აპირებს პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმას!”-ცოტნე გამსახურდია

“ბიძინე აპირებს პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმას!

სანამ ხალხი არ აჯანყდება, ხელისუფების დათმობას ბნელიტა არ აპირებს! აჯანყდება და ქვეყანაც თავზე ჩამოგენგრევა. უფრო სწორედ, ჩვენს შვილებს ჩამოენგრევა… ან ასე სისხლი უნდა გვწოვონ უკუნისამდე მათ, მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა… თავდაცვის სამინისტროში 700 მილიონია გარღვევა, შვიდასი! დაახლოებით ასეა სხვა უწყებებშიც, ამავე დროს საჯარო მოხელეების რაოდენობა და ხელფას-პრემია-დანამატები ყოველ წელს იმატებს… ამის საფასურად კი – არსად არაფერი კეთდება ღირებული, ინოვაციური, ყველგან მაჩანჩალები ვართ.

თუ პროპორციულზე უარის თქმას შევეგუეთ, მართლაც ყველაფრის ღირსები ვიქნებით!”-ამის შესახებ ცოტნე გამსახურდია წერს

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორი პროექტია დარეგისტრირებული – ერთი საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე კი ოპოზიციას. ქართული ოცნების ინიციატივა ნულოვან ბარიერს ითვალისწინებს და საარჩევნო ბლოკებს ზღუდავს, ოპოზიციის პროექტი კი 3%-იან ბარიერს და საარჩევნო ბლოკების შესაძლებლობას.

banner
წინა სტატიაშილომჯარია, უნამუსო ადამიანი ხარ -სანდრო ბრეგაძე
შემდეგი სტატია“პროპაგანდას ეწევიან პროპუტინური გზავნილის”-გიგა ბოკერია