ლომჯარია, უნამუსო ადამიანი ხარ -სანდრო ბრეგაძე

სახალხო დამცველის ოფისთან “ქართული მარშის” წევრები შეიკრიბნენ. ისინი ნინო ლომჯარიას მოადგილესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

შენობაში შესვლის უფლება სანდრო ბრეგაძეს დაცვამ არ მისცა, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა. საპატრულო ეკიპაჟმა ტერიტორია თავად ბრეგაძეს დაატოვებინა.

“ქართული მარში” მოითხოვს, სახალხო დამცველმა ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბავშვების მონაწილეობის საკითხი შეისწავლოს. ბრეგაძის განცხადებით, გადაღება მშობლების მოტყუებით მოხდა.

“მომისმინე ლომჯარია. დაახლოებით ერთ კვირაში, რამდენიმეათას კაცთან ერთად მე მოვალ აქ, შემოვალ ამ ოფისში და ვერავინ ხელს ვერ შემიშლის ჩვენი კანონიერი მოთხოვნის განხორციელებაში. შენ და შენს ამფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი, ეს არის პოლიტიკური საგანაგვე. გადაგაყენებთ თანამდებობიდან. შენ ხარ უნამუსო ადამიანი. შენ ხარ მოძალადე და კანონდამრღვევი. ახლა გინდა დაიმალე და გინდა მაგიდის ქვეშ შეძვერი,” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაში” ერგნეთის შეხვედრაზე შევთანხმდით ერთ რამეზე, აუცილებელია, დიალოგი გაგრძელდეს”
შემდეგი სტატია“ბიძინე აპირებს პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმას!”-ცოტნე გამსახურდია