“პროპაგანდას ეწევიან პროპუტინური გზავნილის”-გიგა ბოკერია

ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი პროპუტინური გზავნილის პროპაგანდას ეწევა.

კერძოდ, ბოკერიას თქმით, ხელისუფლება საქართველოს მტრის გზავნილებს აძლიერებს.

„ივანიშვილის გუნდის ჩვეული უტიფრობაა, როგორც ოპოზიციაში ყოფნის დროს იქცეოდნენ, შემდეგ ხელისუფლებაში გააგრძლეს. პროპაგანდას ეწევიან პროპუტინური გზავნილის, რომ თითქოს თავისუფლება და ქვეყნის არჩევანი ჩვენს ტრადიციებთან შეუთავსებელია. იმედი აქვთ, რომ როცა აღარაფერი რჩებათ, „ასავალ-დასავალის“ სტილში ტალახის სროლა არის ხსნა მათთვის, რაც არ გაუვათ. ამ გზავნილის დამაჯერებლობა საფუძვლიანად დაეცა. ხალხი ხედავს, შეიძლება მცირე ნაწილს სჯეროდეს, მაგრამ ეს არ უშველით. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ზიანს აყენებენ, რადგან აძლიერებენ იმ გზავნილებს, რაც საქართველოს მტერს და საქართველოს შიგნით თავისუფლების მტრებს აქვთ. მათი გზავნილია, თითქოს ტრადიციების დაცვა და ეროვნული იდენტობა კინფლიქტშია თავისუფლებასთან, თავისუფალ სამყაროსთან და რუსეთია ჩვენი ხსნა. ეს არის ქვეყნისთვის მტრული გზავნილი, ამას აკეთებენ წლებია და ამიტომაც ამ ხალხს თავის ვასაძეებიანად, კვიციანებიანად, ქართულ მარშებიანად უნდა დავუსვათ პოლიტიკურად წერტილი მშვიდობიანად შემდეგ არჩევნებზე”,-აცხადებს ბოკერია.

banner
წინა სტატიაში“ბიძინე აპირებს პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმას!”-ცოტნე გამსახურდია
შემდეგი სტატიაღვდელმონაზონი ნექტარიოსი-მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს