ბიძინა ივანიშვილისგან გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გულწრფელი შეფასება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან და გამოწვევებთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილისგან გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გულწრფელი შეფასება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მმართველ გუნდში კონსულტაციებთან დაკავშირებით. ბახტაძის განცხადებით, მმართველ გუნდში კონსულტაციები ყოველთვის მიმდინარეობს.

„ბიძინა ივანიშვილისგან გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გულწრფელი შეფასება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. ამავე დროს, მისგან მოვისმინეთ შეფასება იმ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აერთიანებდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და თითოეულ პოლიტიკურ ძალას. ბუნებრივია, ჩვენ გუნდში ყოველთვის გვაქვს კონსულტაციები. იცით, რომ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმათა პაკეტი და ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან დღესაც მოისმინეთ, რომ ჩვენი რეფორმათა პაკეტი მართლაც არის შედეგებზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ თვითონ ვართ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა და ბუნებრივია, გუნდში კონსულტაციები ყოველთვის მიდიოდა. მე გიდასტურებთ, რომ დღესაც მიდის. დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ მე ყოველთვის დაგიდასტურებთ იმას, რომ ჩვენ ყოველთვის პროგრესზე ვართ ორიენტირებული,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიშუა გზაში რომ დაარჭეთ ეს სიმახინჯეები, რამდენი აეწებება მაგას არ გიფიქრიათ? – კონსტანტინე მათითაშვილი
შემდეგი სტატია“საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია”