“საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია”

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 10, 2019 20:02

“საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია”

საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მას დიდი დრო აქვს დახარჯული მოლაპარაკებებში იმისთვის, რომ ეს პროექტი შემდგარიყო.

„პირადად მე ძალიან დიდი დრო მაქვს დახარჯული მოლაპარაკებებში, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შემდგარიყო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტს. ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ის, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია. ამასთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 10, 2019 20:02

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,820
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics