რობერტ კოჩარიანი დააპატიმრეს

სომხური გამოცემა Armenia.IM ავრცელებს ინფორმაციას რობერტ კოჩარიანის დაპატიმრების თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, საერთო იურისდიქციის სასამართლომ ერევანში მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის დაპატიმრების თაობაზე ორი თვის ვადით. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა მისმა ადვოკატმა არამ ორბელიანმა. ამ უკანასკნელის განცხადებით, დეტალებს იგი 28 ივლისს გაახმოვანებს პრესკონფერენციაზე. ორბელიანმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს აპირებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და თავად კოჩარიანი როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ქართული ოცნება მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავა