“ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის ფორმირებაში მონაწილეობას არ იღებს”

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ახალი სიის ფორმირებაში არ მონაწილეობს.

 

ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ პარტიას ეყოლება თავმჯდომარე და ბორდი, რომელიც ამ საკითხებზე იმსჯელებს.
“ვინ თქვა, საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია. პარტიას ჰყავს ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც მომავალი პარტიის თავმჯდომარე იქნება. არსებობს პოლიტსაბჭო, ბორდი, რომელიც განიხილავს ამ საკითხს. ბატონი ბიძინა არ იღებს მონაწილეობას სიის ფორმირებაში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრმა ასევე უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის წევრების ნაწილი მის დაკომპლექტებას სრულიად ახალი სახეებით ითხოვს, ნაწილი კი ძველი სახეების შენარჩუნებას.
“თქვენ არ იფიქროთ, რომ საარჩევნო სიაში ყველა იცვლება. იქნებიან ახალი სახეებიც და ის ადამიანებიც, ვინც დღეს საზოგადოებისთვის არისცნობილი”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
banner
წინა სტატიაში„არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები პრემიერის მხრიდან შეიცვალა”
შემდეგი სტატიადაცვის პოლიციის თანამშრომლებმა “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთეს