„არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები პრემიერის მხრიდან შეიცვალა”

თავისუფალი დემოკრატები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერის მხრიდან პირობების დარღვევას არ გამორიცხავენ.

“არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები შემდეგ პრემიერის მხრიდან შეიცვალა. თუ ასე მოხდა, ალბათ, მთავრობის გადაწყვეტილებაში ჩარევა მოხდა”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

არჩევნების თარიღის ოფიციალურად დანიშვნასთან დაკავშირებით უმაღლესი თანამდებობის 2 პირს შორის შეუთანხმებლობას რესპუბლიკელები პრეზიდენტის დაბნეულობას უკავშირებენ.

“პრეზიდენტი ამ საკითხში დაიბნა, მისი თანაშემწეები, მეგობრები და აპარატი, იმის მაგივრად, რომ არკვევდნენ, სიტუაციას უფრო აბნელებენ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გაერკვევა. რაც შეეხება კონტრასიგნაციას, არ მგონია, რომ იმ სისულელეს, წარმოდგენებს, რაც აქვს, რომ 5 თვით ადრე დაიწყება, არ მგონია პრემიერმა მხარი დაუჭიროს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ბაღების მართვის სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზებია”
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის ფორმირებაში მონაწილეობას არ იღებს”