ბიძინა ივანიშვილი – მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს – რასაც დაგპირდით შევასრულებ

ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ახლა უკვე ნამდვილად არის შესაძლებელი რეაქციის გაკეთება, ვინაიდან ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ, არამედ ოპონენტების მიერ დაქირავებულმაც.

დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე – 45% , სალომე ზურაბიშვილi – 55% – Edison Research ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამინდა, გამოვხატო პატივისცემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მიმართ