ბიძინა ივანიშვილი ირმა ინაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილს სთხოვს, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვას.

ბიძინა ივანიშვილმა ირმა ინაშვილს არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა მიულოცა და აღნიშნა, რომ საგარეჯოს ადგილობრივ არჩევნებზე, გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.
“მინდა მივულოცო ირმა ინაშვილს, მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია კოალიციას. ჩემთვის მოულოდნელად, მათ თანაბარი ბრძოლა დააფიქსირეს. ჩემთვის სამწუხაროა ის განცხადებები, რომელიც კეთდება, რომ არჩევნები გაყალბებულია. რეალურად თუ გაყალბებაზეა საუბარი, კარგი იქნება დაკონკრეტდეს. სამხედროების მონაწილეობაზეა ბევრი კითხვები და აქ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მინდა ინაშვილს ვთხოვო, რომ ამ უკიდურეს ფორმაზე უარი თქვას, შიმშილობას რაც შეეხება. მან საგარეჯოში ენერგიულად იშრომა. საქართველოში დღეს არსებობს კანონმდებლობა და შეიძლება მათ კითხვებს კანონიერი პასუხი გაეცეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა პარლამენტში მომავალ კვირას არ გამოცხადდება
შემდეგი სტატია,,ბავშვი სკოლაში იმის ხათრით მაინც შემაყვანინეთ, რომ 1-ელ ოქტომბერს დაიბადა”