ბიძინა ივანიშვილი : განმუხურში, მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა არა კომერციული, არამედ პატრიოტული გადაწყვეტილებაა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, განმუხურში, ე.წ. საზღვართან მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც 40 მილიონი ჩაიდება არა კომერციული, არამედ პატრიოტული გადაწყვეტილებაა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განმარტებით, განმუხურში მაღალი კლასის სასტუმროს აშენებას თანაინვესტირების ფონდთან ერთად აპირებს. ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ზღვაზე მისასვლელი სანაპიროს გადაკეტვა, არც ბულვარის მითვისება არ ხდება.
“ზღვას გვიკეტავენო, ახლა ამბობენ, რომ ბულვარს ვითვისებთ, პირიქით, ბულვარი გაფართოვდება და უფრო დიდი იქნება. განმუხურში ე.წ. საზღვართან რომ აშენდება მაღალი კლასის სასტუმრო, თუ ამას ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და პოზიტივად არ მიიჩნევს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა თითოეული მოქალაქისთვის ვინც ასე ფიქრობს. შავი ზღვის სანაპიროზე ვხარჯავ ჭარბად ფულს არა იმიტომ, რომ ფული გავაკეთო, არამედ იმიტომ, რომ ლამაზი იყოს შავი ზღვა, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს“,- განაცხადა ივანიშვილმა და ანაკლიაში, ბოტანიკური ბაღის მშენებლობაზეც ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, “ქართუ“ დააფინანსებს.

“20-25 წელზე მეტია თბილისის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს ვეხმარები, შევთავაზე ზუგდიდის დირექციას დახმარება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით და დადიანების სასახლეზეც, თუმცა სკეპტიკურად მიყურებდნენ. თავიდან მითხრეს, რომ საჭირო არ იყო ჩემი დახმარება, მაგრამ მერე თვითონ დამიკავშირდნენ. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფონდი “ქართუ” ახორციელებს დახმარებას და ინვესტიციებს. მე კულტურული ძეგლების აღდგენით დავიწყე საქართველოში საქმიანობა, მე ხეები კი არა ადამიანები, ქვეყანა მიყვარს, ხეებსაც მიწვდა ჩემი სიყვარული. უნდათ წარმოაჩინონ თითქოს მხოლოდ ხეებია. 500 ზე მეტი ძეგლი აღვადგინე ამაზე არავინ საუბრობს და უნდათ წარმოაჩინონ თითქოს მხოლოდ ხეები მიყვარს“,- განაცხადა ივანიშვილმა ადგილობრივი ტელევიზიის “ოდიშის“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : პოლიტიკიდან ისე ღირსეულად წავედი, ამის მაგალითს მსოფლიო ისტორიაშიც ვერ ნახავთ
შემდეგი სტატიაივანიშვილი : “უსუფაშვილმა სააკაშვილის სასახლეში, მარგველაშვილის გადასვლა გააპრავა”