ივანიშვილი : “უსუფაშვილმა სააკაშვილის სასახლეში, მარგველაშვილის გადასვლა გააპრავა”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ “რესპუბლიკური პარტია” პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდა.

ივანიშვილის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილი “რესპუბლიკელებს” ვერაფრით დაეხმარა, რადგან “თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა”.

“როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, ვიდრე ტელევიზიით გამოვიდოდი, მქონდა შეხვედრა უსუფაშვილთან და მას არგუმენტიც კი არ ჰქონდა, რომ ჩვენ უნდა გვეთქვა ის, რაც სწორია. ის კაცი, პრაქტიკულად, უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში და იყენებს 6-ჯერ მეტ სასახლეს, რაც არ სჭირდება და წელიწადში, დააახლოებით, მოსახლეობის 10 მილიონ ლარს ხარჯავს დამატებით. ამაზე უსუფაშვილს არგუმენტი არ ჰქონდა, მაგრამ მან ეს “გააპრავა”, ელემენტარული მიზეზის გამო, ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი შედეგი მიიღო ვნახეთ. ამით დათვური სამსახური გაუწიეს მარგველაშვილსაც. მისი რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ. გიორგი მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა, პრინციპში და ამათაც ვერაფრით დაეხმარა”,- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : განმუხურში, მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა არა კომერციული, არამედ პატრიოტული გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : ჩვენი ყველა მხარდამჭერის დასაქმება შეუძლებელი იყო