ბიძინა ივანიშვილი : პოლიტიკიდან ისე ღირსეულად წავედი, ამის მაგალითს მსოფლიო ისტორიაშიც ვერ ნახავთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ იგი ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოს ჟურნალისტებთან შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა.

მან ასევე მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, აუცილებლად მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ:

„რასაც ეძახიან წასვლას ისეთი წასვლა არ შეიძლება, პოლიტიკიდან მე წავედი, ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე, ჩემს ოპონენტებს დიდი სურვილი აქვთ წავიდე ქვეყნიდან. პოლიტიკიდან მე წავედი და ისე ღირსეულად, რომ შეიძლება ამის მაგალითი მსოფლიო ისტორიაშიც ვერ ნახოთ. მე ვარ ასეთი, არ არის ჩემი მოწოდება, მაგრამ დამჭირდა და მოვედი. ერთი სული აქვთ იქნებ როგორმე ქვეყანას გავეცალო, მე მოსახლეობაში მაქვს გარკვეული ავტორიტეტი. მე ვარ მოქალაქე და დავრჩები კიდეც მოქალაქედ. ვალდებულების განცდა ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, მინიმუმ არჩევნებზე მაინც უნდა მოვიდეს, ნურავის მიანდობთ საკუთარ ბედს, კარგად დააკვირდით პროცესებს, ჩაერთეთ ანალიზში და აუცილებლად მოდით არჩევნებზე. თუ დაგაინტერესებთ ჩემს მიერ გაკეთებული ანალიზი, შესაძლოა ესეც დაგეხმაროთ არჩევანის გაკეთებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : განმუხურში, მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა არა კომერციული, არამედ პატრიოტული გადაწყვეტილებაა