ბიძინა ივანიშვილი ჩვენს თვალწინ ხურდავდება, იფუშება და ლეგენდიდან ერთი პატარა კაცუნა ხდება

ალეკო ელისაშვილ

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ბიძინა ივანიშვილი ჩვენს თვალწინ ხურდავდება, იფუშება და ლეგენდიდან ერთი პატარა კაცუნა ხდება. დღევანდელი ინტერვიუ ამის დასტურია. ვინც მას აკრიტიკებს, ან კრიტიკულ კითხვას უსვამს ყველა „ნაციონალი“ ჰგონია. სალომე ასათიანის უაღრესად მშვიდი და საქმიანი კითხვებიც კი ასე აფიქრებს.

ეს ადამიანი მიჩვეული იყო ბიზნეს იმპერიის მართვისას უსიტყვო მორჩილებას, მერე მიეჩვია სახალხო აღტაცებას, ახლა სხვა რეალობა რომ დადგა ვერ ხვდება რომ აღტაცებამ გაიარა, ის მხოლოდ ბიზნეს მფლობელ-მმართველი არაა, ყველამ იცის რომ ის რეალური მმართველია ამ ქვეყნის. მისი სიტყვა აღარ ჭრის, მისი ნდობა ილევა. უბრალოდ მას ამის აღქმა უჭირს, მაამებელ-ვაზელინები არწმუნებენ, რომ ის ისევ დიიიდი კუმირია და ვინც მას აკრიტიკებს, ყველა „ნაციონალია“.

მოკლედ ბიძინა ივანიშვილი 4 წლის წინანდელ დროში ჩარჩა, მას ყავლი გასდიოდა, ამას ვერ ხვდება. სალომე ასათიანი კი არის მშვიდი, წყნარი და ძალიან კვალიფიციური ჟურნალისტი“, – წერს ალეკო ელსიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია:მე ვერ წარმომიდგენია სააკაშვილი მსგავს როლში რამოდენიმე წლის წინ