ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაში მონაწილეობა მიიღო

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაში მონაწილეობა მიიღო. თუმცა, როგორც ივანიშვილმა გადაცემა “ინტერVIEW”-ში განაცხადა , ეს არ ნიშნავს, რომ „ვიღაცას ჯარით და პოლიციით აწვებოდა“.

„შეიძლება მე ვაძლევდი რჩევას, რომელიც გაითვალისწინეს, მაგრამ შეეძლოთ, არ გაეთვალისწინებათ. ფიქრობთ, მე ძალით გადავაყენე ღარიბაშვილი?! მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან, რაც ნორმალურია. რა მექანიზმებით შეიძლებოდა, რომ მეიძულებინა იგი? ასე თუ წავიდა, იქნებ მეც ვინმემ მაიძულა? მეც ხომ წავედი, ვინ მაიძულა წასვლა? მან შეაფასა სიტუაცია, ადრეულ პერიოდებშიც ჰქონდა შეკითხვები ჩემთან – ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდეო. ეს საუბრები გვქონდა და ნორმალურია, ვინაიდან უფროს მეგობრად მთვლიდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის ერთ ერთ ფაქტორად მის პირად მაგალითს ასახელებს.

„ეს მე დავაფუძნე და ჩემი გუნდის წევრები ამ თამასას პატივს სცემენ. ღარიბაშვილს ეს კითხვა პირველად არ დაუსვამს, როდესაც გადადგა. მუდმივად, წელიწადი ან 6 თვე არ გავიდოდა, შევხვდებოდით, შემეკითხებოდა – ბატონო ბიძინა, ხომ არ არის ჩემი წასვლის დრო? მე ჩემს აზრს გამოვთქვამდი. ერთდროულად ვაფასებდით. ღარიბაშვილმა გადაამოწმა კიდევ ერთხელ, გადავაფასეთ კიდევ ერთხელ და მე ვთქვი, რომ იქნებ ცუდი არ იყოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: გუნდი, რომელიც მე მოვიყვანე, ჩემს პოზიციებს იზიარებდა
შემდეგი სტატიაინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან-სრული ვერსია