ბიძინა ივანიშვილი: გუნდი, რომელიც მე მოვიყვანე, ჩემს პოზიციებს იზიარებდა

თქვენ ჩაგვაგდე ჭაობში ბატონო ბიძინა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ხელისუფლებაში მოვიდა გუნდთან ერთად, რომელიც მის მოსაზრებებს იზიარებდა.

ამასთან, ივანიშვილის თქმით, მას ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად ეკითხებოდა, ხომ არ დაეტოვებინა თანამდებობდა, რადგან ივანიშვილის თქმით, მან თავად მისცა წასვლის მაგალითი მისი გუნდის წევრებს.

“გუნდი, რომელიც მე მოვიყვანე რა თქმა უნდა, ჩემს პოზიციებს იზიარებდა. მასში შედიოდა ღარიბაშვილიც, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, როდესაც მან შეასრულა ძალიან ბევრი ფუნქცია, რაც შეეძლო გააკეთა. თქვა – ხომ არ არის დრო მეც წავიდე? ღარიბაშვილს ეს კითხვა პირველად არ დაუსვამს, როდესაც გადადგა, ამას მუდმივად მეკითხებოდა, ხომ არ არის ჩემი წასვლის დროც? მე ყოველთვის ჩემს აზრს გამოვთქვამდი, მაგრამ აქ ჩემი პრინციპული პოზიცია არ ყოფილა”,- განაცხადა ივანიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.

banner
წინა სტატიაში„საყდრისი არ იყო პრობლემური, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რუსთავი2-ის შექმნილი”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაში მონაწილეობა მიიღო