“ბიჭები წიხლით არიან ნაცემები, გოგოს აქვს სახეში გარტყმული” – სროლა და ჩხუბი რუსთავში

რუსთავში – მე-17 მიკრორაიონში კაფე-ბარ “შარკის” დაცვის თანამშრომელი და მოქალაქეები ერთმანეთს ფიზკურად დაუპირისპირდნენ. იყო სროლაც. ნაცემია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე გოგონამ და დაცვის თანამშრომელმა.

დაპირისპირება ბარში ახალგაზრდების სიგარეტით შესვლას მოჰყვა. ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეები, რუსთავის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

“ცეკვავდნენ სამი მეგობარი და რომ წამოვიდნენ, მეცხრამეტე შესასვლელთან დაიჭირეს სამმა დაცვამ მივიდნენ და ბიჭები მაგრად სცემეს და მერე გოგოც. ბიჭები ვიცი რომ წიხლით არიან ნაცემები და სახეშიც ურტყამდნენ, გოგოს აქვს სახეში გარტყმული და თვალზე ადევს ნატკენი დიდი, გასროლა მოხდა ბოლოს, უკვე რომ ძალიან შევიდა ჩხუბში და ერთი ამბები მოხდა,”-აცხადებს ერთ-ერთი თვით მხილველი.

banner
წინა სტატიაში“ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა ბსუ-ში” – სექსუალური შევიწროება და NGO-ების განცხადბა
შემდეგი სტატიაავარია სუფსაში – დაღუპული ოთხი ადაიმანი