ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს – მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს. ჩაბუქი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მის საცხოვრებელთან დაკავშირებით ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურას 23 თებერვალს მიმართა. ჩაბუქი აცხადებდა, რომ არსებობდა საფრთხე, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ისაუბრებდა, თუმცა საჭიროება იყო, რომ ისიც ჩართულიყო სახელმწიფო დაცვის პროგრამაში, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები იყვნენ ჩართული.

banner
წინა სტატიაშიბიბლიოთეკების დახურვის შესაჩერებლად ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
შემდეგი სტატიაერგნეთში მორიგი შეხვედრა იწყება