სირიის არაბული რესპუბლიკის დელეგაცია თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზდენტს ანატოლი ბიბილოვს და დე-ფაქტო მთავრობის სხვა წევრებს შეხვდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შეხვედრა იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. დელეგაციის წევრებმა ერთმანეთს “დასავლეთის ქვეყნების აგრესიის წინააღმდეგ” სოლიდარობა გამოუცხადეს.