ბიბილაშვილი: ქვეყანაში გამეფებულ კრიმინალს 20 წლის ნიკა კვარაცხელიას სიცოცხლე შეეწირა

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი გუშინ ვერაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. დაპირისპირების შედეგად, 20 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. ბიბილაშვილი, მომხდარს ქვეყანაში გამეფებულ კრიმინალს და დაუსჯელობის სინდრომს უკავშირებს.
მის გამცხადებას უცლელად გთავაზობთ:

“დღეს დილით საქართველომ უნიჭიერესი ახალგაზრდა დაკარგა. თავის საქმის მოყვარული, 20 წლის გამომგონებელი, ნიკო კვარაცხელია, ამ ქვეყანაში გამეფებულ კრიმინალს და დაუსჯელობის სინდრომს შეეწირა. ეს უდიდესი ეროვნული ტრაგედიაა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე დაცულია. პარალელურად, ამავე ქალაქში 20 წლის ადამიანები ეწირებიან კრიმინალთან შეზრდილი ხელისუფლების მავნებლურ პოლიტიკას. გუშინ ნიკოს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა, დღეს წყნეთში დაჭრეს ახალგაზრდა.

ნიკო კვარაცხელიას გამოგონებათა შორისაა დისტანციური სწავლის პლატფორმა, სწორედ ის რაც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოს. დღეს ეს ქალაქი და ეს ქვეყანა კარგავს ადამიანებს, ვისზედაც ჩვენი მომავალი უნდა იდგეს, ვისი განვითარება და დაცულობაც პოლიტიკის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ტრაგიკული?

დღეს ნიკო სულ სხვა სიახლის საგანი უნდა ყოფ ილიყო. ჩვენ ახლა მის საერთაშორისო წარმატებას უნდა აღვნიშნავდეთ, ნიკო მალე უნდა შესულიყო მსოფლიოს წამყვან გამომგონებელთა რიგებში. ნაცვლად ამისა, დღეს ჩვენ მასთან გამომშვიდობება გვიწევს. საქართველო მხოლოდ მაშინ გახდება ღირსეული ქვეყანა, როდესაც ნიკო კვარაცხელიას მსგავსი ადამიანები არათუ ქალაქის ქუჩებში გამეფებულ კრიმინალს არ შეეწირებიან, არამედ მათ ყველა პირობა ექნებათ შექმნილი იმისათვის, რომ თავისი ნიჭით და შრომით ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წამყვან რიგებში შეიყვანონ.”-განაცხადა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მე ვუერთდები ირაკლი კობახიძის მოწოდებას ჩვენი პარტიისადმი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, ვინაიდან ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი – ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში