ბევრჯერ შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ და გვითვალთვალებენ – ანა მარგველაშვილი

„ეს ნაბიჯი, ალბათ, გადამადგმევინა სამწუხაროდ იმან, რომ პირადად მე შემეხო და ჩემს საახლობლო წრეს შეეხო ეს პრობლემა, რაც დღეს გვიდგას,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის შვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ანა მარგველაშვილის თქმით, ის ნანობს, რომ ამ საკითხზე ხმა უფრო ადრე არ ამოუღია. ის აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მისი მეგობრები და ახლობლები მუდმივად შიშობდნენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ობიექტები გახდებოდნენ.

„მას აფრთხილებდნენ, რომ უპირებდნენ დაჭერას, ჩადებას. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც წავსულვართ და შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ და გვითვალთვალებენ,“ – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ მინდია გოგოჭური, მიხეილ თათარიშვილი და თორნიკე კაჭარავა სამართალდამცველებისთვის მთავარი სამიზნეები იყვნენ.

„ემუქრებოდნენ, დატოვეთ ქვეყანა, თორემ დაგიჭერთ, ჩაგიდებთ იარაღს, ნარკოტიკს…“ – აცხადებს ანა მარგველაშვილი.

მისი განცხადებით, დღეს ის შიშები, რომლებიც მას ჰქონდა, გამართლდა. ანა მარგველაშვილის აზრით, დღეს ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებული პრობლემა სამართალდამცველებთან უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და ეს პრობლემა მხოლოდ მის ოჯახს არ ეხება.

https://www.youtube.com/watch?v=OKzBwa1hsWg&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ახალი რაკეტები გამოსცადეს
შემდეგი სტატია(Video)პრეზიდენტის შვილი უახლოეს მომავალში სავარაუდო დაკავების ფაქტებს არ გამორიცხავს