ბესიკ შამუგია: ქირურგიული პირბადეების გამოყენება ჯანმრთელი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით გარეთ არაეფექტურია

“ვერ მოვითმინე, რომ არ დამეწერა პირბადეებთან დაკავშირებით უაზრო პანიკასა და აჟიოტაჟზე. დაჟინებით ვაცხადებ, რომ ქირურგიული პირბადეების გამოყენება ჯანმრთელი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით გარეთ არაეფექტურია, არც არის რეკომენდირებული ჯანმოს მიერ. სპეციალურად ვდებ ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ მასალას.

გაუგებარია ამდენი სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება ყველგან, შიგნით და გარეთ. ლაპარაკია ელემენტარულ ჰიგიენაზე და არა აგრესიულ ქმედებებზე. უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვინდა თუ არ გვინდა კორონოვირუსი არის და დაავადდება მინიმუმ მოსახლეობის 25%. უმეტეს შემთხვევაში კორონოვირუსული დაავადება ჩაივლის იოლ ფორმებში.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კარანტინის დაცვა, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც შედის ე.წ. რისკ ჯგუფებში (ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის). კარანტინი კიდევ იმისთვის არის საჭირო, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ერთდროულად რამოდენიმე ათასი ადამიანის დაავადებას.

დაავადების პრევენცია მოიცავს იგივეს, რაც ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს არის საჭირო და რაც გესმით ყოველდღიურად. ასევე სუფთა ჰაერზე სეირნობაც აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ისეირნოთ იქ, სადაც ირგვლივ 500 ადამიანია.

ნაკლები აგრესია დაავადებულთა მიმართ. ისინი არ არიან დამნაშავეები! ნაკლები პანიკა! მეტი პოზიტივი!გისურვებთ ჯანმრთელობას!”,-წერს უკრაინის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პროფესორი ბესიკ შამუგია.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურში 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ახალი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა