ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 14:03

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა სავარაუდოდ ვადიმ სოკოლოვის სახელით ცნობილ სავარაუდო მკვლელს ადგილზე ხანგოშვილის ლიკვიდაციის საქმეში მხარდაჭერა გაუწიეს და გაქცევის მარშრუტი მოამზადეს. აღნიშნული პირები ზელიმხან ხანგოშვილს ახლოს იცნობდნენ, ერთ-ერთი მათგანი მეგობარი იყო.

დაკავებულები სავარაუდოდ მსხვერპლს უთვალთვალებდნენ და დანაშაულის მომზადებაში მონაწილეობდნენ.

გერმანიაში ახმედ ზაკაევის წარმომადგენელმა, რუბატი მიტსაევმა მკვლელობის მეორე დღესვე თქვა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხანგოშვილის მკვლელობაში სავარაუდოდ მისი მეგობრები მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელი გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით შევიდა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მონაცემთა ბაზაში ასეთი პიროვნება არ არის შეყვანილი. სავარაუდო მკვლელი, რომელიც ბერლინის წინასწარი პატიმრობის საკანშია მოთავსებული, ჩვენებას არ იძლევა.

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 14:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,912
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics