ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ბეგი დარჩიამ დატოვა. Sportall.ge-ს ინფორმაციით, მან უკვე დაწერა განცხადება, რაც ფედერაციამ დააკმაყოფილა. მის ნაცვლად მოვალეობის შემსრულებლად კი მისივე შეგირდი, ევროპის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი რევაზ ლაშხი დაინიშნა.

ლაშხი მოვალეობას 1-ელ იანვრამდე შეასრულებს, მერე კი ფედერაცია ჩვეულებრივ დანიშნავს მწვრთნელს. ოღონდ ეს უკვე ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა იქნება, რადგან 17 დეკემბერს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაა დანიშნული, სადაც პრეზიდენტის არჩევნებიც ჩატარდება.

ამ პოსტზე განაცხადების მიღება 9 დეკემბერს, 18 საათზე შეწყდება, ჯერჯერობით კი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საიტის ცნობით, სამმა კანდიდატმა შეიტანა განცხადება – მოქმედმა პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ, გეგა გეგეშიძემ და ვეტერანმა მოჭიდავე ესტატე გოგლიჩიძემ.

banner
წინა სტატიაში(video) დღეს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში არის გაჩუმებული
შემდეგი სტატიარუსეთთან კეთილმეზობლური, მაგრამ თანაბარუფლებიანი და ამავე დროს, პრინციპული ურთიერთობები გვინდა