ბერბოკი: NATO-მ არ უნდა დახუროს ცა უკრაინის თავზე, რადგან პასუხისმგებლობა გვაქვს, დავიცვათ ჩვენი ხალხი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, NATO არ დახურავს ცას უკრაინის თავზე, რადგან ეს ნაბიჯი ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტს, რაც, მისი განმარტებით, საფრთხე აგდებს ევროპელთა სიცოცხლეს.

“ცის დახურვა ნიშნავს, რომ NATO-ს თვითმფრინავები ესვრიან რუსეთისას, რაც კონფლიქტში უშუალოდ ჩართვაა. პასუხისმგებლობა გვაქვს, დავიცვათ ჩვენი ხალხი”. – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინტერვიუში ბერბოკმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება საკმარისია რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად. იქვე, მან დამატებით განმარტა, რომ სანქციები არ იძლევა მყისიერ ეფექტს, ამიტომ ეფექტურობისთვის დაწესებიდან მალევე არ უნდა მოიხსნას.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – სირცხვილია, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს, ჩვენ ეკონომიკურ თანამშრომლობას ვაძლიერებდეთ და ცას ვუხსნიდეთ
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის დონაციის აქცია გაიმართა