ბერბოკი – ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმა მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვების რისკს ქმნის

ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმა მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვების რისკს ქმნის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ. მკაცრად ვგმობთ მიმდინარე თავდასხმას, რომელსაც მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვება შეუძლია. ირანმა და მისმა მარიონეტებმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. ასეთ დროს ჩვენ მყარად ვდგავართ ისრაელთან,” – წერს ბერბოკი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი ხვალიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს