„ბენტლი მოტორსი“ საქართველოში პირველ შოურუმს გახსნის

შოურუმი ისეთივე მდიდრული იქნება, როგორც ბენტლის ავტომობილებია.
ამასთან, „ბენტლი მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს „ბენტლის“ მოდელების გაყიდვის შემდგომ მომსხურებასა და საავტომობილო ბრენდის ხელით ნაკეთი მოწყობილობების კოლექციას. ასევე, სრული მოდელების ხაზს, რომელშიც შედის Flyng Spur, Mulsanne, Bentayga და ახალი Continental GT.
„ეს არის მნიშვნელოვანი დღე, როგორც „ბენტლისთვის“, ასევე საქართველოსთვის. ქვეყნის მასშტაბით, ბენტლის მიმართ მაღალი ინტერესია და „ომეგა ჯგუფის“ სახით ჩვენ გვყავს, ძლიერი კომერციული პარტნიორი, რომელიც 20 წელზე მეტია, საქართველოს ბაზარზე არსებობს,“ – აცხადებს რობერტ ენგსტლერი, კომპანიის რეგიონალური დირექტორი ევროპაში.
„ბენტლი რუსეთის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის, მარკო ვან ვანის თქმით, „ჩვენ ახალ პარტნიორთან ერთად ვუზრუნველყოფთ, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ „ბენტლის“ გამოცდილება და ვამაყობთ, რომ ქვეყანაში წამოვიწყეთ ახალი ბაზა ფეშენებელური ავტომობილების სექტორში“.
ცნობისთის: „ბენტლი მოტორსი“ ყველაზე მოთხოვნადი, მდიდრული მანქანების ბრენდია მსოფლიოში, კომპანიის მთავარი ცენტრი მდებარეობს ინგლისში, ქალაქ ქრუში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზმა მამალაძემ სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : სააკაშვილი უკრაინის საზოგადოებას სთავაზობს რევოლუციას