ბენ ჰოჯესი: ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით

„ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით“, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რითაც საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღევანდელი ქმედებები საქართველოსთვის უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

სამწუხაროდ, დღევანდელი ქმედებები საქართველოსთვის უკანგადაგდგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. მე შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, თუ როგორ იყენებს მთავრობა ასეთ ძალას და მიმართავს ძალადობას ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისზე თავდასხმისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დასაპატიმრებლად. ეს არ არის ის, რასაც ველოდები ლიბერალური დემოკრატიისგან, რომელიც დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებასა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს. იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც დღეს დაშავდა მალე გამოჯანმრთელდება.

ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით.ეს არის მისი სტანდარტული მიდგომა – დესტაბილიზაციის გამოწვევა, უნდობლობის შექმნა და რა თქმა უნდა, მათი საზღვრების სიახლოვეს თავისუფალი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებსთვის ხელის შეშლა. რადგან მათ არ სურთ საკუთარმა მოქალაქეებმა დაინახონ, თუ რამდენად უკეთესი შეიძლება იყოს ცხოვრება, როდესაც ახალგაზრდა ხალხს აქვს უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი და როდესაც თავისუფლება დაცულია თავისუფალი მედიის, სამართლიანი არჩევნებისა და მრავალპარტიული პარლამენტის საშუალებით. ამიტომაც, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონკრეტულმა პირებმა ვერ შეძლონ უკანონო ანარასათანადო კონტროლის განხორციელება იმაზე, რასაც სახელმწიფო პროცესები უნდა წარმოადგენდეს.

ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც სხვები სწრაფად,ხმამაღლა და გარკვევით იტყვიან, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენი მეგობრებისგანრეგიონში, რომლებიც ისწრაფვიან დასავლეთთან მჭიდრო კავშირებისკენ, თავიდანაიცილონ ძალის გამოყენება და უზრუნველყონ გამჭვირვალობა ნებისმიერ საქმეში,რაც დღევანდელ ქმედებებს მოყვება.

მე ასევე ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად იმუშავებს შავი ზღვის რეგიონისთვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც მოიცავს არამხოლოდ დიპლომატიურ და ინფორმაციულ, არამედ ეკონომიკურ დახმარებას და თანამშრომლობას ყველა ჩვენს მეგობართან და მოკავშირესთან რეგიონში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუტების განვითარებასა და იქ მცხოვრები ყველა ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსა და რეგიონში მცხოვრები სხვა ერების ახალგაზრდებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში“, – განუცხადა ჰოჯესმა Europetime-ს.

წყარო: ევროპატაიმი