ბელორუსში ათობით არასამთავრობო ორგანიზაციას ხურავენ

ბელორუსში ერთდროულად ათობით არაკომერციულ ორგანიზაციას ხურავენ – პარასკევს, 23 ივლისს ბელორუსული გამოცემა Tut.by. ავრცელებს.

იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე მომენტში 12 ორგანიზაცია, რომელიც ბელორუსის ტერიტორიაზე მუშაობს, “ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება”. საუბარია შემდეგ ორგანიზაციებზე: პროექტი ” სახელები”, “პრეს-კლუბი”, უფლებადამცველი ცენტრი Human Constanta, “ეფექტური კომუნიკაციის განვითარების ცენტრი, “ცოცხალი ბიბლიოთეკა”, “ევროპული ექსპერტიზისა და კომუნიკაციის ოფისი”, “ევროპული დიალოგი” და სხვა.

ორგანიზაციების ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება 22 ივლისს იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსში პოლიტიკური სიტიაცია დაიძაბა. არსებული ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს და ოპონენტებს დევნის.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე პირბადის ტარებაზე: საჭირო თუ გახდება, საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში, ფაიფურის ტერიტორიაზე ქალის ცხედარი იპოვეს