ბელგიის სპეცსამსახურები პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილებს ეძებენ

ბელგიის სპეცსამსახურები პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილებს ეძებენ. სპეცოპერაცია ბრიუსელში გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიწყო.

საცხოვრებელი სახლის ბლოკირების შემდეგ, რომელსაც ტერორისტები აფარებდნენ თავს, ადგილზე სროლის ხმაც გაისმა. ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია ერთი ტერორისტი, 4 პოლიციელი კი დაჭრილია.

სპეცოპერაციის მსვლელობის დროს მოსახლეობისა და სკოლების ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ორმა ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა. მათ ძალოვანები ამ დრომდე ეძებენ.

ძალოვანების განცხადებით, ფორას რაიონში ოპერაცია უკვე დასრულებულია. პოლიცია არც მოკლული და არც გაქცეული ტერორისტების ვინაობას ახმაურებს.

banner
წინა სტატიაში,,მაქვს ინფორმაცია, რომ ლევან გაჩეჩილაძე ძალით აპირებს შემოსვლას და ტექნიკის წაღებას”
შემდეგი სტატიაეშლი ჯადი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა