ბელგიის მეფე: ჩვენ ერთმანეთისადმი ნდობა არ უნდა დავკარგოთ

ბელგიის მეფე ფილიპემ მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვით გამოვიდა. მონარქმა მოსახლეობას მომხდარის გამო მიუსამძიმრა. მისი განცხადებით, 22 მარტმა ქვეყანა შეიცვალა, თუმცა ბელგია ტერორიზმის გამოწვევებს მტკიცედ, მშვიდად და ღირსეულად უპასუხებს.

“ჩვენ გვემუქრებიან, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას მშვიდად, მტკიცედ და ღირსებით. ჩვენ ერთმანეთისადმი ნდობა არ უნდა დავკარგოთ. ეს ჩვენი სიძლიერეა”, – განაცხადა მეფე ფილიპემ. მან ასევე მადლობა გადაუხადა და მხარადჭერა გამოუცხადა საგანგებო სამსახურებს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „თანამდებობებზე შემთხვევით აღმოჩენილ პლებეებს პოლიტიკაში მომავალი აღარ ააქვთ!“
შემდეგი სტატიაყველა ტერორისტული თავდასხმების უკან რუსული ინტერესებია – სალომე სამადაშვილი