ბელგიაში საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზი ამოქმედდა

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი ამოქმედდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცხელი ხაზის ნომრებია: +32 4777 000 34 და +32 470 2442 62.
ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია მეტროში აფეთქების შესახებაც.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის ხელმძღვანელობამ კატასტროფის გეგმაზე გადასვლა გამოაცხადა
შემდეგი სტატიაბრიუსელის ცენტრში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა