ბელარუსის სასამართლომ ჟურნალისტს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბელარუსის სასამართლომ ჟურნალისტს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პოლონური ტელევიზიის, Belsat TV-ს ჟურნალისტი, კატიარინა ანდრეიევა მინსკში 2020 წლის საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავეს და მას მასობრივი დაუმორჩილებლობის ორგანიზების ბრალდებით 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ანდრეიევას პატიმრობაში ყოფნის დროს ბელარუსის პროკურატურამ ჟურნალისტის წინააღმდეგ ახალ საქმეზე გამოძიება წამოიწყო და მას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ბელარუსის სამთავრობო მედია BelTa-ს ინფორმაციით, ანდრეიევა სასამართლომ სახელმწიფო საიდუმლოს გაცემაში სცნო დამნაშავედ.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში უკრაინული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კრიზისის შესახებ ოთხმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგაფუჭებული პოლიტიკოსების კრებულია „ნაციონალური მოძრაობა“, გაფუჭებული და ჯანსაღი ხილი სადაც მოხვდება ერთად, შეუძლებელია, სიჯანსაღე შეინარჩუნოს – ყაველაშვილი