“ბედუკაძე მზადაა დაასახელოს ირმა ინაშვილი და ქართული ოცნების ლიდერები როგორც შემკვეთები”

ბედუკაძე თავდაცვის მინისტრს პასუხობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი “ფეისბუქზე” საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“რამოდენიმე დღეა საზოგადოების აღშფოთება არ ნელდება ციხის კადრების დადგმული სპექტაკლის ირგვლივ, რამაც ხელისუფლება აიძულა ნაძირალა ბედუკაძისთვის მოეხსნა სახელმიფო დაცვა, რომლითაც იგი ბოლო
3 წლის განმავლობაში სარგებლობდა.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ბედუკაძე მზადაა დაასახელოს შემკვეთი იმ ბინძური სქემისა, რომელიც მან თავად განახორციელა და რისთვისაც დაპირებული 2 მილიონიც კი ვერ აიღო. ბედუკაძე დღეს სრულიად შიშველია და მას სხვა გზა არააქვს, თავის გადასარჩენად იგი მზადაა დაასახელოს ირმა ინაშვილი და ქართული ოცნების ლიდერები როგორც შემკვეთები. ამიტომ მათი ერთობლივი შეთანხმებით ამ დღეებში გამოქვეყნდება მორიგი სიყალბე, სანახაობა, რომლითაც სურთ გადაიფაროს ბედუკაძის დანაშაული და კვლავ დატრიალდეს ბინძური სპექტაკლი ძალადობის ფაქტებზე.

უმკაცრესად ვითხოვ, ნებისმიერ მსგავს ფაქტზე, რომელსაც ირმა ინაშვილი გამოაგდებს ამ დღეებში, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ერთხელ და სამუდამოდ დაერქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელი!”,- წერს ანი ნადარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიწერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაავარია თბილისში – სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა