„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები პარლამენტთან აქციას მართავენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი კვლავ ზარალის კომპენსირებას და საბანკო ვალდებულების შეჩერებას ითხოვენ.

დაზარალებულ მოვაჭრეებს სამართალდამცველებმა გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გაშლის უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც მოვაჭრეთა ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.

მოვაჭრეთა ნაწილი ორ კვირაზე მეტია პროტესტის უკიდურეს ფორმას- შიმშილობას მიმართავს. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი მინისტრებთან და უმრავლესობის დეპუტატებთან დახურულ შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატია​საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის ანექსიის სამი წლისთავთან დაკავშირებით