„ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ!“- გიორგი აბაშიშვილის ემოციური მიმართვა გიორგი მარგველაშვილს

გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას 16 დეკემბერს დატოვებს. ამის შესახებ აბაშიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილს დღეს და ხვდება. ის პრეზიდენტს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობას უხდის.

“ჩემო თანამშრომლებო, მეგობრებო უღრმესი მადლობა თქვენ სამშობლოს სამსახურისათვის! თქვენ ბრწყინვალედ ემსახურეთ თქვენს ქვეყანას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან! თქვენ იყავით ჩემი საყრდენი და სიმშვიდე ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვის დროს და რამდენი იყო ასეთი… რა რანგის… ვამაყობ! ბედნიერი ვარ! გამიმართლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ რომ გაგიცანით, თქვენთან რომ მომიწია მუშაობამ, რამდენი რამ ვისწავლე…

მქონდა თუ არა შეცდომები თანამშრომლებთან მიმართებაში – ცალსახად მქონდა ამ ოთხი წლის ექვსი თვის და 15 დღის მანძილზე. ამიტომ, მინდა ყველას გითხრათ კიდევ ერთხელ მაპატიეთ რაც შემეშალა და უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის! გემშვიდობებით!

ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ! ამიტომ დღეს ჩემი განცხადება დაგხვდებათ – “ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან”,- წერს აბაშიშვილი.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ჟურნალისტების მიღების ყოველწლიური ტრადიციული საღამო გადადო
შემდეგი სტატიათენგიზ ვერულავა ჯანდაცვის მიმართულებით წლის საუკეთესო მეცნიერად დასახელდა