ტრამპმა ჟურნალისტების მიღების ყოველწლიური ტრადიციული საღამო გადადო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების ყოველწლიური ტრადიციული მიღება გადადო – Fox News-ი წერს. ტელეარხმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია, ამავე დროს, სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს არ აუქმებს, სადაც ჟურნალისტები მოწვეული იქნებიან. Fox News-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ტრამპის და მედიის სადავო ურთიერთობია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მედიას არა ერთხელ უწოდა “ხალხის მტერი”, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს. ამავე დროს, თეთრ სახლს ოფიციალურად არ დაუდასტურებია Fox News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიერთთვიანი ძებნის შემდეგ 24 წლის ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს
შემდეგი სტატია„ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ!“- გიორგი აბაშიშვილის ემოციური მიმართვა გიორგი მარგველაშვილს