ბატიაშვილი სამინისტროში დიასპორის სამმართველოს ქმნის

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება – განცხადება ამის შესახებ მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე გააკეთა.

მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმძღვანელოებით, გაიხსნება კულტურული ცენტრები, სადაც გაზიარებული იქნება მათი მოსაზრებები და შენიშვნები.

„დიასპორასთან მეტი კომუნიკაციისთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება, რომელიც თქვენთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება და უწყვეტ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას თქვენს საჭიროებებზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკიმ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა
შემდეგი სტატია“ჩვენ ვიღებთ ქვეყანა ორღობეს, “ -ჭიაბერაშვილი TBC ბანკიდან ხაზარაძის წასვლას აფასებს