“ჩვენ ვიღებთ ქვეყანა ორღობეს, “ -ჭიაბერაშვილი TBC ბანკიდან ხაზარაძის წასვლას აფასებს

“ჩვენ ვიღებთ ქვეყანა ორღობეს, როგორც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიანონსა,” – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლასა და მამუკა ხაზარაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან TBC ბანკი დატოვა.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ასეთ პირობებში ქვეყანაში არათუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებაც კი ვერ მოხდება.

“TBC ბანკთან დაკავშირებული დავა პირდაპირ მიუთითებს რომ ქვეყანაში არ არსებობს საინვესტიციო კლიმატი და აქ უცხოელ ინვესტორებზე კი არ არის ლაპარაკი ადგილობრივი ქართველი მეწარმეც კი ფულს არ ჩადებს და ბიზნესს არ გააფართოებს, როცა ხედავს რომ ასეთ მსხვილ ბანკს ხელი ისე გადაუგრიხა ბიძინა ივანიშვილმა რომ თვალი არ დაუხამხამებია.

“საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ ქვეყანას, როგორც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიანონსა „ქვეყანა ორღობეს,“ რომელსაც თურმე არ სჭირდება არც ანაკლიის პორტი, არც განვითარება და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ორღობე, სადაც ხეს ერთი ადგილიდან მეორეზე გადარგავს,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბატიაშვილი სამინისტროში დიასპორის სამმართველოს ქმნის
შემდეგი სტატიააიძულა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილმა რომ დაეტოვებინა ბანკი – ნიკა მელია