ბათუმში საბავშვო ბაღი „ჯადოსნური სამყარო“ დახურეს

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღი „ჯადოსნური სამყარო“ დახურეს. თანამშრომლები შენობიდან სააღმსრულებლო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს

არსებული ინფორმაციით,ბაღი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს შენობაში, რომელიც მერიის კუთვნილებაა.

ამასთან, მერიის თანამშრომელთა განცხადებით, შენობაში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, ანტისანიტარია და საბავშვო ბაღისთვის არასათანადო პირობებია, რასთან დაკავშირებითაც ადმინისტრაცია არაერთხელ გააფრთხილეს.

შენობიდან გამოსახლება ბაღის პედაგოგებმა გააპროტესტეს. ისინი ალტერნატიული ფართის მოსაძებნად რამდენიმეთვიან ვადას ითხოვდნენ.

„მერიისგან დროს ვითხოვდით, რომ სხვაგან აგვეღო ფართი, სად უნდა წავიდნენ ბავშვები. ისედაც არ ყოფნის ქალაქს ბაღები, გაურკვევლობაში დავრჩით“, – ამბობს ბაღის ერთ-ერთი თანამშრომელი.

„ჯადოსნურ სამყაროს“ 30 აღსაზრდელი ჰყავდათ, ჯერ უცნობია, სად გადაიყვანენ მათ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური მიმართვა გიორგი გახარიას
შემდეგი სტატია„ნუ ჩამაბეტონებ!” – დიდ დიღომში სტადიონზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ