„ნუ ჩამაბეტონებ!” – დიდ დიღომში სტადიონზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ

„ნუ ჩამაბეტონებ!” – ამ მოთხოვნით დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოსახლეობამ აქცია გამართა, რაც მოგვიანებით მცირე სიტყვიერ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა საფეხბურთო სტადიონზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, შპს აკა დეველოპმენტს ყოფილი სტადიონის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის აშენება სურს. ამ მიზნით მათ ადგილზე სამშენებლო მასალები ღამით მიიტანეს და დაყარეს.

ადგილზე იმყოფებოდა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ აპირებს, სტადიონის აღსადგენად, მოსახლეობასთან ერთად, ბოლომდე იბრძოლოს.

აქციის მონაწილეებთან ასევე მივიდნენ მთავარი არქიტექტორის თანაშემწე, მიხეილ ჯინჭარაძე და კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ასაშენებელი ობიექტის პროექტი წარადგინეს. საბოლოოდ კი მათ მოსახლეობა დაუპირისპირდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში საბავშვო ბაღი „ჯადოსნური სამყარო“ დახურეს
შემდეგი სტატიამალე თბილისში ავტობუსის მძღოლად ქალები იმუშავებენ