ბათუმში მსუბუქი ავტომობილის და სატვირთოს შეჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მათ მრავლობით დაზიანებებთან ერთად ტრავმული შოკი აღენიშნებათ.

შემთხვევა ბათუმში, ე.წ. ბარცხანის ხიდთან გვიან ღამით მოხდა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი ენმ-სა და “ლელოზე” – გზა დამილოცია, გამიხარდება, თუ დატოვებენ პარლამენტს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა