ბათუმში მომხდარი ძალიან მძიმე ფაქტი ხაზს უსვამს ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყებების სრულ თავგასულობას და უტიფრობას – დეკანოიძე

გუშინ, ბათუმში მომხდარი ძალიან მძიმე ფაქტი, რომელიც ვიხილეთ ჩვენი მეგობრების, თანამებრძოლების, დეპუტატების, აქტივისტების, საკრებულოს წევრების დაკავების სახით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყებების სრულ თავგასულობას და უტიფრობას, კანონის ფარგლებს გარეთ მიმართულ დანაშაულს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე უკანონოდ შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება და სამართალდამცველთა არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა უკანონო დაკავებები.

დეკანოიძე დაკავებულების დაუყოვლებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„მთელი მსოფლიო, მსოფლიოს ლიდერები, პარტიები, ევროპა გამოხატავს ძალიან მნიშვნელოვან შეშფოთებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იღონოს ყველაფერი, დაიცვას ადამიანის უფლებები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიცოცხლე, რომელიც მას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით. ამ პირობებში გუშინდელ შეკრებილ მშვიდობიან, თავისუფალ მანიფესტაციას, სადაც სწორედ მოითხოვდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანას მესამე ქვეყანაში, როცა აუცილებელია მისი სიცოცხლის დაცვა ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე შემთხვევა, რომელიც ნამდვილად არის ძალიან მძიმე დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. უკანონოდ შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, სამართალდამცველთა არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა უკანონო დაკავებები. მოხდა კანონმდებლობის შერჩევითი გამოყენება და აქტივისტების, ჩვენი თანაგუნდელების სრულიად უსაფუძვლო დაკავება. მსგავსი შემთხვევები ხდება რუსეთში, ბელარუსში, როდესაც თავისუფალ მშვიდობიან მანიფესტაციებს ახშობენ პოლიციელების მეშვეობით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ იცავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რაც მისი თქმით, წარმოადგენს ძალიან დიდ დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, მათ შორის იმ პოლიციელებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა და ემსახურონ რეჟიმს. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბათუმში და მუდმივად განგრძობითად ვუყურებთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე საქართველოს ხელისუფლების მიერ არ არის დაცული, ეს ყველაფერი წარმოადგენს ძალიან დიდ დაბრკოლებას და გამოწვევას ევროინტეგრაციის გზაზე. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, გამოხატვის თავისუფლებას, კონსტიტუციას. დაფიქრდეს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და რამაც შეიძლება, გამოუსწორებელი მძიმე დარტყმები მიაყენოს ქვეყნის მომავალს. დაფიქრდნენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილი და ეს ადამიანი ზის კრემლში, რომ საქართველოში იყოს ზუსტად ისეთი ქმედებები არაკანონიერი ქაოსი და მათ შორის ადამიანების დაჭერა. მოვითხოვ დაუყოვნებლივ, პარტიის სახელით, მათ განთავისუფლებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება – ჰარცელი
შემდეგი სტატიარუსეთი აწარმოებს გაუმართლებელ ომს უკრაინაში, ევროკავშირი სოლიდარობით დგას უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ – ჰარცელი