რუსეთი აწარმოებს გაუმართლებელ ომს უკრაინაში, ევროკავშირი სოლიდარობით დგას უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ – ჰარცელი

ევროკავშირი სოლიდარობით დგას უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირის პოზიციაა, რომ რუსეთი აწარმოებს არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ ომს უკრაინაში.

„ჩვენ სხვებთან ერთად სოლიდარობით ვდგავართ უკრაინის და მისი მოსახლეობას მიმართ სხვადასხვა საშუალებებით, როგორც ჰუმანიტარული, ასევე ეკონომიკური, სანქციებისა და საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფის კუთხით. როგორც ვიცით, დისკუსიები უწყვეტად მიმდინარეობს. სულ რამდენიმე დღის წინ იყო კიდევ ერთი დიდი დონორების კონფერენცია, რომელიც ვარშავაში გაიმართა, სადაც ევროპული კომისიამ ბევრ წევრ სახელმწიფოსთან ერთად, გასცა მეტი რესურსების დაპირება, რომ უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში მომხდარი ძალიან მძიმე ფაქტი ხაზს უსვამს ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყებების სრულ თავგასულობას და უტიფრობას – დეკანოიძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ეს არის ის, რასაც მათგან ველოდებით – ჰარცელი