ბათუმში, კერძო საბავშვო ბაღში ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში, კერძო საბავშვო ბაღში „მაგადასკარი”, ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, დაშავებული ბავშვის ფოტო მასალა მას ბავშვის დედამ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, 4 წლის ბიჭს ფიზიკურად ამავე ბაღის ძიძა გაუსწორდა. დედამ კი ბავშვის სხეულზე ტრავმები სახლში მიყვანისას აღმოაჩინა. მერაბ ღოღობერიძის ცნობით, მომხდარის გამო, შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ინფორმირებული არიან.

შემთხვევა 18 ოქტომბერს მოხდა.

banner
წინა სტატიაში„გირჩის“ ინფორმაციით, მარიხუანას ე.წ. ფესტივალზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისში გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა