ბათუმში ბინა 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა, განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ბინას 164 დევნილ ოჯახს გადასცემს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 5 აპრილამდე გაგრძელდება.

განაცხადების შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ: თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი – თამარაშვილის ქ. N15ა; ბათუმი – აღმაშენებლის ქ.N19 (26 მარტიდან – 1 აპრილამდე); ქუთაისი, სამინისტროს რეგიონული სამმართველო – აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო – ხუბულავას ქ. N6.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია – ინიციატივას ლიტვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად განიხილავს
შემდეგი სტატიასულხან სალაძე : დიახ, გიორგი გაბუნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა