ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმის შეფასება
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ 2004-2007 წლებში სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში არასათანადო პირობებისა და მკურნალობის გამო დარღვევა დაადგინა