ბათუმის პორტში რუსეთიდან 2 ტანკერი შემოვიდა

გამოცემა “ბათუმელების” ინფორმაციით, დღეს, 30 ივნისს, ბათუმის პორტში რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის 2 ტანკერი დგას, რომელთაგან ერთი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, მეორე კი პირდაპირ რუსეთიდან შემოვიდა.

გამოცემა წერს, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც კი ვერ უპასუხეს, ისევ ხომ არ არის ტანკერებზე სანქცირებული ნავთობპროდუქტები.

“ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი დგას. რუსული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი დღის წინ, 27 ივნისს შემოვიდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი 30 მაისს დაიძრა რუსეთიდან, კერძოდ კი, ქერჩის სრუტიდან ეგვიპტისკენ. ეგვიპტეში, დუმიათის პორტში, ის 10 ივნისს შევიდა, იქ ერთი დღე დაყო და 11 ივნისს გეზი ბათუმის პორტისკენ აიღო” – წერს “ბათუმელები”.

banner
წინა სტატიაშიჩვენთვის სტრატეგიულ ამოცანად რჩება ევროპასთან ინტეგრაცია, საქართველო ძალას არ დაიშურებს, რათა გახდეს სრულფასოვანი წევრი – დავითაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივი განცხადება